ფერჩანდა
საზოგადო სახელი: ვაშლი
სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh.
ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'Pherchanda' -ფერჩანდა
წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია, გვხვდება აფხაზეთში
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდის.
ხის ფორმა:ივითარებს პირამიდულ დატოტვილ ვარჯს.
ყვავილობის პერიოდი:საშუალო პერიოდის.
ნაყოფის ფერი: ღია ყვითელი, მზის მხარეს წითელი ლოყით.
ნაყოფის ფორმა: მობრტყო-მომრგვალო, ყუნწი - სწორი და საშუალო.
ნაყოფის ზომა:საშუალო, 130-150 გრამი.
რბილობი:მომწვანო-მოთეთრო, მარცვლოვანი კონსისტენციის.
სიმწიფის პერიოდი და მოხმარების პერიოდი:იკრიფება ოქტომბრის პირველ ნახევარში, ინახება მარტამდე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: დამაკმაყოფილებელი
საგემოვნო თვისებები: მომჟავო-მოტკბო.
დღევანდელი მდგომარეობა: აფხაზეთში გვხვდება ერთეული ხეების სახით.
დამატებითი ინფორმაცია: ტრანსპორტაბელურია და ნაკლებად ავადდება ქეცით.
წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1973), საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ. 255.