საგურამოს 1
საზოგადოსახელი:მარწყვი
სახეობის სახელწოდება:Fragaria × ananassa (Duchesne ex Weston) Duchesne ex Rozier
ჯიშის სახელწოდება:Fragaria × ananassa'Saguramos 1' -საგურამოს 1
წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია, გამოვლენილია აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის რეგიონში, მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი საგურამო.
მოკლე აღწერა:
ბუჩქის ზრდის სიძლიერე: საშუალოზე დიდი,ძლიერი ზრდის.
ბუჩქის ფორმა: გადაშლილი ფორმის, საშუალოდ შეფოთლილი.
ყვავილობის პერიოდი:გვიან მოყვავილე.
ყვავილი: თეთრი, მსხვილი.
ფოთოლი:დიდი ზომის,ღია მწვანე,ოდნავ კრიალა.
ნაყოფის ფერი: წითელი
ნაყოფის ფორმა: წაკვეთილკონუსისებური.
ნაყოფის ზომა: საშუალო ,ერთი კენკრისმასა -16 - 17 გრამი.
რბილობი: ვარდისფერი, ნაზი, წვნიანი,არომატული.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: ფოთლის ნაცრისფერი სილაქავე.
სიმწიფის პერიოდი და მოხმარების პერიოდი:მაისის მეორე ნახევარი - ივნისის პირველი ნახევარი.
საგემოვნო თვისებები: მაღალი.
დღევანდელი მდგომარეობა: ფართოდ გავრცელებულია შიდა ქართლში, მცხეთის,გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში.
დამატებითი ინფორმაცია: გამორჩეული მაღალმოსავლიანი ჯიშია, ხასიათდება ტრანსპორტაბელურობით.
წყაროები: ლ.ლასარეიშვილი, მარწყვის კულტურა, 1993,თბილისი;
ლ.გოგინავა, დისერტაცია, მარწყვის კულტურის სამეურნეო-ბიოლოგიური შესწავლა და მისი გადამუშავების პროდუქტების წარმოების მეცნიერული საფუძვლები, ქუთაისი, 2006 წელი.