ატენური ყვითელი
საზოგადო სახელი:ატამი
სახეობის სახელწოდება: Prunus persica (L.) Batsch
ჯიშის სახელწოდება:Prunus persica 'AtenuriKviteli' - ატენური ყვითელი
წარმოშობა:ადგილობრივი სელექციური ჯიშია, მიღებულია ბესტავაშვილის და კვალიაშვილის მიერ კამბერლენდისა დახიდისთაური ყვითელი საგვიანოს შეჯვარებით.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე:საშუალო ზრდის.
ხის ფორმა:მომრგვალო.
ყვავილობის პერიოდი:საშუალო- საგვიანო.
ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი - ყვითელი. მზის მხარეს - წითელი. შებუსვა - მოკლე, ხავერდისებური.
ნაყოფის ფორმა: ოვალური.
ნაყოფის ზომა:საშუალომსხვილი. მასა150-170 გრამი.
რბილობი:ყვითელი, მკვრივი კონსისტენციის, კურკასთან ვარდისფრად შეფერილი, კურკა რბილობს ნახევრად სცილდება.
სიმწიფისა დამოხმარების პერიოდი: მწიფდება და იკრიფება აგვისტოს მე-3 დეკადიდან(შიდა ქართლის პირობებში).
დაავადებების მიმართ გამძლეობა: საშუალო.
საგემოვნო თვისებები: სასიამოვნო, არომატული.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხვდება საკოლექციო ნარგაობებში.
დამატებითი ინფორმაცია: საშუალო-საგვიანო სიმწიფის პერსპექტიული ჯიშია.
წყაროები: ვ. კვალიაშვილი (2004 ), ატმის სელექცია საქართველოში, ს/მ მეცნიერებათა დოქტორის დისერტაციის ავტორეფერატი.