კახური ყვითელი
საზოგადო სახელი:ატამი
სახეობის სახელწოდება: Prunus persica (L.) Batsch
ჯიშის სახელწოდება:Prunus persica 'KakhuriKviteli' - კახური ყვითელი
წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია, გვხვდება კახეთის მუნიციპალიტეტებში.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე:საშუალო ზრდის.
ხის ფორმა:პირამიდული.
ყვავილობის პერიოდი:საშუალო, ვარდისებრი ტიპის ყვავილებით.
ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი - ყვითელი, ზედაპირის დიდი ნაწილი დაფარულია ალისფერით.
ნაყოფის ფორმა: მრგვალი ფორმის, სიმეტრიულად განვითარებული.
ნაყოფის ზომა:მსხვილი. საშუალო მასა160 - 180გ. შებუსვა - დაბალი.
რბილობი: ყვითელი, წვნიანი, კურკა რბილობს არ სცილდება.
სიმწიფისა და მოხმარების პერიოდი:მწიფდება და იკრიფება სექტემბრის მე-3 დეკადაში (კახეთი).
დაავადებების მიმართ გამძლეობა:მაღალი.
საგემოვნო თვისებები: კარგი, ტკბილი.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხვდება ერთეული ხეების სახით.
დამატებითი ინფორმაცია: ტრანსპორტაბელურია და კარგად ინახება.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1978), საქართველოს მეხილეობა, ტომი 4, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ. 226.