ალიპრიალა
საზოგადო სახელი: გარგარი
სახეობის სახელწოდება: Prunus armeniaca L.
ჯიშის სახელწოდება: Prunus armeniaca 'Alipriala' - ალიპრიალა
წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია. გამოავლინა შ. ნასყიდაშვილმა XX საუკუნის 40-იან წლებში.
სახეობის სახელწოდება: Prunus armeniaca L.
ჯიშის სახელწოდება: Prunus armeniaca 'Alipriala' - ალიპრიალა
წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია. გამოავლინა შ. ნასყიდაშვილმა XX საუკუნის 40-იან წლებში.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდის.
ხის ფორმა:ფართო ვარჯი.
ყვავილობის პერიოდი:საშუალო.
ნაყოფის ფერი: კანი მკვრივი, სქელი, სუსტად შებუსული, კანის ძირითადი ფერიამოვარდისფრო-ყვითელი, ცალი მხარე წითელ–ალისფრად შეფერილია.
ნაყოფის ფორმა: მოგრძო, შებრტყელებულგვერდებიანი.
ნაყოფის ზომა: მსხვილი. ნაყოფის საშუალო მასა 65–80გრამი.
რბილობი:ნარინჯისფერი, წვნიანი, რბილი, გადამწიფებისას ფხვიერდება. კურკა ადვილად სცილდება რბილობს, დიდია და ბრტყელი, გული მწარე აქვს.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:მწიფდება და იკრიფებაივლისის პირველ დეკადაში (ქართლის პირობებში).
დაავადებების მიმართ გამძლეობა: ნაკლებად ზიანდება დაავადებებით.
საგემოვნო თვისებები: ტკბილია, მჟავიანობა გამოხატულია.
დღევანდელი მდგომარეობა: გავრცელებულია ქართლის სამრეწველო მეხილეობის რაიონებში.
დამატებითი ინფორმაცია: ჯიშმასახელწოდება მიიღო ნაყოფის ცალი მხარის წითელ-ალისფრად შეფერილობის გამო. მსხმოიარობაში შედის მე-4–5 წლიდან. ახასიათებს რეგულარული მოსავლიანობა. კარგი სასუფრე და საკომპოტე ჯიშია.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1978), საქართველოს მეხილეობა, ტომი 4, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ.303; ვ. კვალიაშვილი და სხვები (2001), საქართველოს ხილი, გამომცემლობა 'GTS', თბილისი, გვ.68.