კახეთის 1
საზოგადოსახელი: მარწყვი
სახეობის სახელწოდება:Fragaria × ananassa (Duchesne ex Weston) Duchesne ex Rozier
ჯიშის სახელწოდება:Fragaria × ananassa' Kakhetis 1' - კახეთის 1
წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია, გამოვლენილია აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონში, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბაკურციხე.
მოკლე აღწერა:
ბუჩქის ზრდის სიძლიერე: საშუალო ზრდის.
ბუჩქის ფორმა: ფართოდ გადაშლილი ფორმის, უხვად შეფოთლილი.
ყვავილობის პერიოდი: საშუალო პერიოდის.
ყვავილი: თეთრი, მსხვილი.
ფოთოლი: მუქი მწვანე, კიდედაკბილული.
ნაყოფის ფერი:მუქი წითელი.
ნაყოფის ფორმა: ოვალური.
ნაყოფის ზომა: საშუალო - დიდი, საშუალო მასა -15 - 18 გრამი.
რბილობი:ღია ვარდისფერი, მკვრივი, არომატული.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: ფოთლის თეთრი სილაქავის მიმართ.
სიმწიფის პერიოდი და მოხმარების პერიოდი:მაისის მეორე ნახევარი - ივნისის პირველი ნახევარი.
საგემოვნო თვისებები: მაღალი.
დღევანდელი მდგომარეობა: ფართოდ გავრცელებულია კახეთში, გურჯაანის და თელავის მუნიციპალიტეტებში.
დამატებითი ინფორმაცია: მაღალმოსავლიანი ჯიშია, ხასიათდება ტრანსპორტაბელურობით.
წყაროები: ლ. გოგინავა, მარწყვის გაშენება და მოვლა, 2010, თბილისი, გვ 36.
ლ.გოგინავა, დისერტაცია, მარწყვის კულტურის სამეურნეო-ბიოლოგიური შესწავლა და მისი გადამუშავების პროდუქტების წარმოების მეცნიერული საფუძვლები, ქუთაისი, 2006 წელი.