ბოლნისის ალუბალი
საზოგადო სახელი: ალუბალი
სახეობის სახელწოდება: Prunuscerasus L.
ჯიშის სახელწოდება:Prunus cerasus 'Bolnisis Alubali' - ბოლნისის ალუბალი
წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია.
ჯიშის სახელწოდება:Prunus cerasus 'Bolnisis Alubali' - ბოლნისის ალუბალი
წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: საშუალო ზრდის.
ხის ფორმა: მომრგვალო, ან ნახევრად გადაშლილი ფორმის ვარჯი, თხელი განტოტვით.
ყვავილობის პერიოდი:საშუალო. ქვემო ქართლის (ბოლნისის) პირობებშიყვავილობს აპრილის II დეკადაში.
ნაყოფის ფერი:კანი - მუქი წითელი ფერის, საკმაოდ მკვრივი, ბრწყინავი.
ნაყოფის ფორმა: მობრტყო-მომრგვალო ფორმის, მკვეთრად გამოხატული მუცლის ნაკერით.
ნაყოფის ზომა:საშუალზე მსხვილი. მასა- 3გრამი. ყუნწი -საშუალო სიგრძის, წვრილი. ნაყოფს ადვილად სცილდება.
რბილობი: მუქი წითელი ფერის, საკმაოდ მკვრივი. საშუალოდ წვნიანი. კურკა - პატარა, მომრგვალო ფორმის.
სიმწიფის პერიოდი და მოხმარების პერიოდი:მწიფდება 10 ივლისიდან.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: მაღალი.
საგემოვნო თვისებები: მოტკბო-მომჟაო გემოსი, სასიამოვნო არომატით.
დღევანდელი მდგომარეობა:გავრცელებულია შიდა ქართლის და ქვემო ქართლის რაიონებში.
დამატებითი ინფორმაცია: ახასიათებს უხვი და რეგულარული მსხმოიარობა. გარემო პირობებისადმი ნალებად მომთხოვნია. გამოიყენება სამურაბედ, საკომპოტედ, წვენების დასამზადებლად.
წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1978), საქართველოს მეხილეობა, ტომი 4, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ.473.