სირმა ვაშლი
საზოგადო სახელი: ვაშლი
სახეობის სახელწოდება: Malusdomestica Borkh.
ჯიშის სახელწოდება:Malus domestica'Sirma Vashli' -სირმა ვაშლი
წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია, გვხვდება სირმას სხვადასხვა კლონები - ლურჯი სირმა, წითელი სირმა, სირმა ნამდვილი.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე:საშუალოზრდის.
ხის ფორმა:ივითარებს პირამიდულვარჯს.
ყვავილობის პერიოდი: საადრეო-საშუალო პერიოდის, ყვავილობს აპრილის მე-3 დეკადაში.
ნაყოფის ფერი: ღია ყვითელი, მზის მხარეს წითელი ლოყით.
ნაყოფის ფორმა: ელიფსური, ყუნწი - სწორი და მოკლე.
ნაყოფის ზომა:საშუალო, 120-140 გრამი.
რბილობი:მომწვანო-მოთეთრო, ბამბისებური კონსისტენციის.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:იკრიფება ოქტომბრის მეორე ნახევარში, მოიხმარება დეკემბრიდან,ინახება მარტამდე.
დაავადებების მიმართ გამძლეობა: დამაკმაყოფილებელი.
საგემოვნო თვისებები: შედარებით დაბალი, ბამბისებური კონსისტენციით.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხვდება ერთეული ხეების სახით შიდა და ქვემო ქართლში.
დამატებითი ინფორმაცია: ტრანსპორტაბელურია და ნაკლებად ავადდება ქეცით.
წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1973), საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ 248.