გულაბი
საზოგადოსახელი: მსხალი
სახეობის სახელწოდება: Pyrus communis L.
ჯიშის სახელწოდება:Pyrus communis 'Gulabi' - გულაბი
წარმოშობა: მსხლის ადგილობრივი წარმოშობის კლონების ჯგუფი, რომელიც გაერთიანებულია გულაბის სახელწოდებით.
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი ზრდის.
ხის ფორმა:პირამიდული ან მომრგვალო ვარჯით.
ყვავილობის პერიოდი:საშუალო.
ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი მოყვითალო-ლიმონისფერი, კანქვეშა მწვანე წერტილები კარგად ემჩნევა.
ნაყოფის ფორმა:ტიპიური მსხლის ფორმის.
ნაყოფის ზომა: საშუალო.
რბილობი:თეთრი, წვრილმარცვლოვანი კონსისტენციის, მდნარი, წვნიანი, სიმჟავე არ ახასიათებს, იშვიათად აქვს გამერქნებული უჯრედები.
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი:მწიფდება აგვისტოს პირველ ნახევარში. ნაყოფი მოიხმარება, როგორც ზაფხულის ხილი.
დაავადებების მიმართ გამძლეობა:ნაყოფიც და ფოთოლიც ავადდება ქეცით.
საგემოვნო თვისებები: საუკეთესო.
დღევანდელი მდგომარეობა:ფრაგმენტულად გავრცელებულია საქართველოს მეხილეობის რაიონებში. არჩევენ კახურ, ქართლურ,ახალციხურ, ლეკურ, თბილისურ და სხვა სახის გულაბებს.
დამატებითი ინფორმაცია: უხვმოსავლიანია, გამოირჩევა მიმზიდველი გარეგნობით, ვერ იტანს ტრანსპორტირებასდა ნაკლებად გამოსადეგია გადასამუშავებლად.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1973), საქართველოს მეხილეობა, ტომი 3, გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი, გვ.369.