ხიდისთაური თეთრი
საზოგადო სახელი:ატამი
სახეობის სახელწოდება: Prunus persica (L.) Batsch
ჯიშის სახელწოდება:Prunus persica 'KhidistauriTetri' - ხიდისთაური თეთრი
წარმოშობა:ძველი ადგილობრივი ჯიშია ატენის ხეობიდან. სინონიმი -„რომანოვის“
მოკლე აღწერა:
ხის ზრდის სიძლიერე:საშუალო ზრდის.
ხის ფორმა:მომრგვალო, შეკრული ფორმის ვარჯით ხასიათდება.
ყვავილობის პერიოდი:საშუალო.
ნაყოფის ფერი:ძირითადი ფერი -თეთრი, ზედაპირის ნახევარი წითლად არის შეფერილი.
ნაყოფის ფორმა: მრგვალი ფორმის, კარგად ემჩნევა ღარი.
ნაყოფის ზომა:საშუალო სიდიდის. მასა110-120 გრამი.
რბილობი:თეთრი, კურკასთან წითლად შეფერილი, მკვრივი კონსისტენციის, წვნიანი, კურკა რბილობს არ სცილდება.
სიმწიფისა და მოხმარების პერიოდი:მწიფდება და იკრიფება სექტემბრის 1 დეკადიდან(შიდა ქართლის პირობებში).
დაავადებების მიმართ გამძლეობა: საშუალო.
საგემოვნო თვისებები: მაღალი, არომატული.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხვდება ერთეული ხეების სახით.
დამატებითი ინფორმაცია: ხასიათდება ტრანსპორტაბელობით.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი და სხვები (1978), საქართველოს მეხილეობა, ტომი 4, გამომცემლობა 'მეცნიერება', თბილისი, გვ. 283.