მახათური
ჯიშის სახელწოდება: მახათური
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: გურია, აჭარა
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: გურია, აჭარა
მოკლე აღწერა:
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებური ან ისრისებურია წამახვილებული ფუძით. ფირფიტის ქვედა მხარე სქლად არის შებუსული, ქეჩისებურია.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, თხელი ან საშუალო სიკუმსის.
მარცვალი: საშუალო ზომის, მომრგვალო, შავი ფერის. რბილობი ხორციანი და წვნიანი. წვენი ღია წითელი ფერისაა.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,5-19,0 %, მჟავიანობა 9,0-9,3 გ/ლ.
მოსავლიანობა: 40,0-50,0 კგ/ძირზე (მაღლარად ფორმირების შემთხვევაში). 2,0-2,5 კგ/ძირზე (შპალერული ფორმირებისას).
სამეურნეო მიმართულება: სასუფრე.
სასუფრე ყურძნის დახასიათება: კარგად ინახება და ტრანსპორტაბელურია.
დამატებითი ინფორმაცია: გამოიყენება აგრეთვე საღვინედაც. ძალიან საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ან ძლიერი ზრდისაა. სოკოვან დაავადებათა მიმართ ნაკლებად გამძლეა.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
რამიშვილი მ., გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1948, გვ. 210-212.
Рамишвили М. А., Махатури, В: Ампелография СССР, Справочный том,Отв. ред. Негруль А.М., Изд-во Пищевая Промышленность, Москва, 1970,Ст. 193.
ავტორი: ირმა მდინარაძე