ბერძულა
ჯიშის სახელწოდება: ბერძულა
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: გურია
მოკლე აღწერა:
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, მომრგვალო, სამნაკვთიანი, საშუალოდ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა და ჩანგისებური, მომრგვალო ფუძით. ფირფიტის ქვედა მხარე სქლად შებუსული ჯაგრისებური ბუსუსით.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის.
მარცვალი: საშუალო ზომის, მომრგვალო, შავი ფერის, რბილობი წვნიანი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,5 %, მჟავიანობა 9,2 გ/ლ.
მოსავლიანობა: საშუალოზე მაღალი.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: ძალიან საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ზრდისაა. ნაკლებად გამძლეაჭრაქის მიმართ.
დღევანდელი მდგომარეობა: დაკარგული ჯიშია.
წყაროები:
Рамишвили М. А.,Бердзула, В: Ампелография СССР,Справочный том, Отв. ред. Негруль А.М., Изд-во Пищевая Промышленность,1970, Москва,Ст. 49.
ავტორი: ირმა მდინარაძე